სებ-მა მიკრობანკის წესში მისოების შენიშვნები გაითვალისწინა
პოტენციურმა მიკრობანკებმა მარეგულირებელთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. მ.შ. კორპორაციული მართვის კოდექსით გათვალისწინებული გენდერული ბალანსის ნაწილში. ასევე საბჭოს დაკომპლექტების წესში და ქონების შეფასების სქემაშიც.
ოპერირების სასტარტო პოზიციაზე, მიკრობანკს, კაცების 40%-იანი დაბალანსება, საწინააღმეეგო სქესით, აღარ მოეთხოვება.
მიკრობანკს საქმიანობის დაწყება მხოლოდ მამაკაცებით დაკომლექტებული საბჭოს მმართველობითაც შეუძლია. თუ წლის ბოლომდე 1 მმართველი ქალის დამატებას მაინც შეძლებს.
კოდექსის თანახმად, წლისთავზე (არაუგვიანეს 01.07.2024 -ისა) საბჭოს 33% განსხვავებული სქესის (უმცირესობაში მყოფი) წარმომადგენლებისგან უნდა შეივსოს. მე-3 წელს კი მ/ბამკმა 40% კვოტა უნდა შეასრულოს.
მ/ბანკად გარდაქმნის მსურველი მ/ო-ს მთავარი გამოწვევა გაზრდილი ხარჯებია, რაც საზედამხედველო ნორმების შესრულებას ახლავს. ხარჯს ზრდის საბჭოს წევრების ანაზღაურების წესი, რომელც სებ-ის მეთოდოლოგიით დგება და დაზოგვის საშუალებას არ იძლევა.
დამატებით ხარჯს მოითხოვს გარე შემფასებლის აყვანის ვალდებულება. დასაკუთრებული ქონების ნაწილში სებ-მა პოტენციური მ/ბანკების თხოვნა გაითვალისწინა და 0.5 მილიონიანი ზღვარი გააორმაგა. ანუ სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების მისაკუთრებისას, გარე შემფასებელი, მხოლოდ 1 მლნ ლარზე მეტ ღირებულებაზე მოეთხოვება.
მიკროსაბანკო ბაზარზე ოპერირების წესების მიმართ უკმაყოფილების მიუხედავად. პრეტენდენტები საქმიანობის დაწყებას ზაფხულშივე აპირებენ. მიაჩნიათ რომ უკვე მზად არიან და სებ-იც სარეგისტრაციო განაცხადების დაკმაყოფილებას პროცედურით გაწერილ მაქსიმალურ ვადას (6 თვეს) არ მოანდომებს.