ფინანსები
24/04/2023

სებ-მა "ლიდერ კრედიტი" დააჯარიმა

სებ-მა "მისო ლიდერ კრედიტი" 4 000 ლარით დააჯარიმა. მიკროსაფინანსო  ორგანიზაციას დარღვევები აქვს "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის ანგარიშგების  ნაწილში, 2 შემთხვევისთვის (ჯარიმა: 2 000 + 2 000 ლარი).

სანქცირების თაობაზე სებ-ის 24 აპრილის  განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, "ლიდერ კრედიტი" ზედამხედველისთვის დოკუმენტაციის არასწორად  თუ ვადის გადაცილებით წარდგენისთვის დაჯარიმდა. 

"ლიდერ კრედიტი" (ტიტალ დასენი - აქციონერი (75%), სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  და კნიაზ დასენი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბაზარზე 2011 წლიდან) მიკროსაფინანსო დაკრედიტების ბაზარზე 75 მლნ ლარის პორტფელით არის წარმოდგენილი.

ძირითადად საცალო სესხებით, საიდანაც Q1/2023 -სთვის 4.2 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავლები ერიცხება. იურიდიული პირების დაკრედიტებიდან კი 30 000 ლარამდე. 

  ლიდერ კრედიტი Q1/2023 (₾

აქტივები

85,426,000

სესხები

74,600.000

შემოსავალი (სა%ო)

5,472,400

მ.შ საცალო სესხებიდან

4.200.000

მ.შ ჯარიმა-საურავიდან

1,184,500

საკოსიოებიდან (არა%ო)

64 800

პერსონალის ხარჯი

1,484,000

წმინდა მოგება

995, 228

 წყარო: სებ-ი & მისო 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023