ფინანსები
15/03/2023

სებ-მა კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური განაკვეთის 1%-ზე დაწესების გადაწყვეტილება მიიღო

ბანკებისთვის რეგულაციები მკაცრდება, საფინანსო სექტორს მეტი კაპიტალის გადადება მოუწევს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერი 1%-მდე გაიზარდა. როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბანკებს 12 თვიანი ვადა განესაზღვრათ.

ქვეყნების ნაწილმა საბაზისო განაკვეთად პოზიტიური ბუფერი უკვე დააწესა, რომელიც 1%-სა და 2%-ს შორის მერყეობს.

საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოს ფინანსური სექტორის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომიტეტმა ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის 1%-ზე დაწესება გადაწყვიტა.

"თუკი ნორმალურ დროს კონტრციკლური ბუფერი ნულის ტოლი იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა, ამიერიდან ბუფერის განაკვეთი ნორმალურ პირობებში 1 პროცენტი იქნება. კონტრციკლური ბუფერი ჭარბი დაკრედიტების პერიოდში გაიზრდება, ხოლო სტრესულ პერიოდში შემცირდება," - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023