ფინანსები
25/05/2021

სებ-მა ღია ბანკინგის თემაზე პანელური დისკუსია გამართა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისის ინიციატივით, ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის მეორე ეტაპთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პანელური დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრაში ეროვნული ბანკის, საბანკო ასოციაციისა და ფინტექ ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის საერთო სტანდარტების შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წლის პირველ ნახევარში დაიწყეს.

როგორც სებ-ში აცხადებენ, ღია ბანკინგი ფინტექ ეკოსისტემის სწრაფი განვითარებისათვის მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რაც ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებისა და საერთო სტანდარტების შექმნისათვისაა აუცილებელი.