ფინანსები
12/11/2021

სებ-მა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომა გამართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის გაფართოებულ, რიგით მე-6 სხდომას უმასპინძლა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უძღვებოდა. სხდომა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მას კომიტეტის წევრების გარდა, საფინანსო სექტორისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა სტრატეგიის დამტკიცებიდან 5 წელი შეაჯამეს და ახალი ფორმატით თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა გვენეტაძემ გახსნა და პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ფინანსური განათლების პროექტების მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა, ფინანსური განათლების ამაღლების გრძელვადიან პროცესში, საჯარო და კერძო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

სხდომის მონაწილეებს წარედგინათ ინფორმაცია გასული წლების განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული ფინანსური განათლების აქტივობების შესახებ, რომელთა შორისაა ფინანსური განათლების საკითხების დანერგვა სკოლებში, ფინანსური განათლების ვებპორტალის - www.finedu.gov.ge-ს შექმნა, ყოველწლიური ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების აღნიშვნა, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვების, მასწავლებლებისა და მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების პროგრამების, სასწავლო მასალებისა თუ ვიდეორგოლების შემუშავება.

შეხვედრის დასასრულს კომიტეტის წევრებმა და მოწვეული საფინანსო, საჯარო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს მიღწეულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებზე და შეთანხმდნენ თანამშრომლობის ახალ და უფრო მოქნილ ფორმატზე, რომელიც ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და საკითხით ნებისმიერი დაინტერესებული  მხარის პროცესში ჩართვას გულისხმობს.   

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2016 წელს შეიმუშავა. სტრატეგიის მიზანს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერა წარმოადგენს. სტრატეგიის ფარგლებში 2017 წელს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტი შეიქმნა, რომელიც ფინანსური განათლების ცალკეული პროგრამებისა და სტრატეგიის დახვეწა-დანერგვის კუთხით რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022