
სებ-მა "ევრო კრედიტი" დააჯარიმა
სებ-მა "ევრო კრედიტი" 5 000 ლარით დააჯარიმა. ზედამხედველის ინფორმაციით, სესხის გამცემ სუბიექტს (სგს) ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით.
შპს "ევრო კრედიტს" სანქცია სებ-ის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაეკისრა.
სებ-მა მაისში 5 000- 5 000 ლარიანი ჯარიმა, "ევრო კრედიტთან" ერთად კიდევ 3 სგს-ს გამოუწერა "ფინბიუროს", პას-ს (პრობლემური აქტივების სააგენტოს) და "იბა ჯეოს".
მაისში დაჯარიმდა მიკროსაფინანსო ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეც "რიკო", 20 000 ლარით. ასევე სმპ "ოლ ფეი ვეი" - 9 000 ლარით. ყველაზე სოლიდური ჯარიმა, 93 000 ლარის ოდენობით, კი სმპ "იმანი ჯორჯიას" (eMoney) დაეკისრა.
სებ-ის ინფორმაციით, მაისში,147 000 ლარით, ბაზრის 8 მოთამაშეა სანქცირებული. 05/2023-ის მდგომარეობით კი სულ, საფინანსო ბაზრის 154 სუბიექტია დაჯარიმებული, მ.შ. სგს; ბანკი; მისო; სმპ (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი); სავალუტო ჯიხური; ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი.
საფინანსო ბაზრის პროვაიდერები დასანქცირდნენ ძირითადად, პროგრამული სისტემის, ასევე შიდა კონტროლის მექანიზმის გაუმართაობაზე და საეჭვო ტრანზაქციებზე. სანქციების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.
დაჯარიმებული საფინანსო ორგანიზაციები
ბანკი | მისო | სგს |
კრედო | ლიდერ კრედიტი | ევროკრედიტი |
პაშა ბანკი | ნოვა კრედიტი | მობაილკრედიტი |
ვითიბი | ლაზიკა კაპიტალი | კრედიტ+ |
ზირაათ ბანკი | გირო კრედიტი | C.D. credit |
პროკრედიტ ბანკი | სვის კაპიტალი | ფინბიურო |
ქართუ | მონეტა ექსპრესი | პროფაინანსი |
სილქ ბანკი | ბერმელი | სანინვესტი |
ტერაბანკი | MBC | ბესთკაპიტალი |
რიკო ექსპრესი | ბაგირა | |
კრისტალი | იბაჯეო | |
სმარტ ფინანსი | პას-ი | |
წყარო: სებ-ი |