ფინანსები
27/10/2020

სებ-მა Bmatch-ზე სექტემბერ-ოქტომბერში $50 მლნ გაყიდა

სებ-მა, Bmatch-ზე სექტემბერ-ოქტომბერში $50 მლნ-მდე ივაჭრა. სავალუტო ინტერვენციებით კი ბანკებს $280 მლნ მიაწოდა.

შემოდგომა სავალუტო ბაზრის ყველა აქტიური პერიოდი აღმოჩნდა. პირდაპირი ვაჭრობის ახალი პლატფორმა 1 ოქტომბრიდან სრულად გაეშვა.

სებ-ის ცნობით, რამდენიმე არასაფინანო კომპანია დაემატა. ამასთან ბანკებს კლიენტების დავალებით ვაჭრობის საშუალებაც მიეცა პლატფორმაზე ვაჭრობს მიკროსაფინანსო სექტორიც, თუმცა კლიენტების წინადადების მომსახურება ეზღუდება.

სებ-ის სტატისტიკით ცენტრალურ ბანკს Bmatch-ზე აპრილ-ივნისში სულ, $11.5 მლნ აქვს გაყიდული, მხოლოდ სექტემბერში კი უკვე 26 მლნ აშშ დოლარამდე. საანგარიშო თვეში სულ 2.6 მლრდ დოლარია ნავაჭრი