ფინანსები
07/03/2023

სებ-მა BMatch -ზე სავალუტო შესყიდვები თითქმის გააორმაგა

სებ-ის სტატისტიკით, სამთავრობო ოპერაციებით საბანკო სისტემას იანვარ-თებერვალში  ლიკვიდობა 190 მლნ ლარით გაეზარდა. მათ შორის, იანვარში (სებ-ის თვის მიმოხილვის თანახმად) სებ-მა მთავრობას ლარი დაუკონვერტა და $35.7 მილიონი მიაწოდა.

სებ-ის ინფორმაციით (თვის მიმოხილვა) მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით ($ 35.7 მლნ) და BMatch -ზე სებ-ის შესყიდვებით ($155.2) წმინდა უცხოური აქტივები $ 119.5 მლნ-ით გაიზარდა.

სებ-ს BMatch-ზე შესყიდვები თითქმის გაორმაგებული აქვს (დეკემბრის შესყიდვები: $91.4 მლნ;  სავალუტო რეზერვების ზრდა $160 მლნ-ით).

თებერვალში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 27 მლნ ლარით შემცირდა (იანვარში 295 მლნ ლარით, დეკემბერში კი განაღდებების 270 მლნ-მდე ზრდა აღინიშნა).

სებ-ის სტატისტიკით, რეფინანსირების სესხების ნაშთი 1,3 მლნ ლარია, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის, კი 314 მლნ ლარი (სუბსიდირების ეს ინსტრუმენტი აპრილში სრულდება).

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023