სებ-მა BMatch-ზე ივლისში უკვე 20 მლნ-ზე მეტი ივაჭრა
მიმოქცევაში, ეროვნული ვალუტის მოცულობა ივნისში გაიზარდა, 4.6 მლრდ-მდე, რაც განაღდებებების მოცულობის მატებამ განაპირობა. შესაბამისად სისტემას (საბანკო სექტორი) 60 მლნ ლარის ლიკვიდობა დააკლდა. ფულის მასა (სარეზერვო ფული) კი 10.3 მლრდ-მდეა გაზრდილი.
ივლისში სისტემას კიდევ 100 მლნ-მდე ლარის ლიკვიდობა გამოეცალა. ბოლო 10 დღეში ნაღდი ფული მიმოქცევაში 4.7 მლნ ლარამდე გაიზარდა. სებ-მა Bmatch მლატფორმით ბაზარს 60 მლნ ლარამდე ლიკვიდობა მიაწოდა (Bmatch-ზე წმინდა შესყიდვებმა $20-ზე მეტი შეადგინა).
სებ-ის სტატისტიკით, 1-ლი ივლისისთვის სებ-ში ბანკების 5.674 მლრდ ლარის დეპოზიტებია, საიდანაც 4.9 მლრდ სავალდებულო რეზერვებია (01.01.2022 – 5.8 მლრდ; 5.1 მლრდ).
აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთებს და სავალდებულო რეზერვებს.
რეზერვების კლება, ივლისიდან, სავალუტო სახსრებზე სარეზერვო ნორმის შემსუბუქებით იხსნება, რომლის მიზანი დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება იყო. სარეზერვო მოთხოვნა 25%/15%-დან 10%-მდე შემცირდა იმ ბანკისთვის, რომლის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 40%-ს აღემატება და საერთოდ ვერ სარგებლობს თუ >70%-ია.
ბაზარი შიშობს, რომ სავალუტო დაკრედიტების აჩქარების ჩასაცხრობად, განსაკუთრებით ევროს გაიაფების რეალობაში, სებ-ი სარეზერვო ნორმას გაამკაცრებს. სებ-ს საჭიროების შემთხვევაშის 30-40% -მდე გაზრა აქვს გაცხადებული.