ფინანსები
19/03/2020

სებ-მა ბაზარს დამატებით $40 მლნ მიაწოდა, Bloomberg-ზე $1 მაინც ₾3.1753-ზეა

კორონავირუსის ფონზე ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია უკვე მეორედ განახორციელა.

სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 მლნ დოლარი გამოიტანა და სრულად გაყიდა. სსაშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ დოლარი 13 მარტს გამოიტანა, როცა გაცვლითმა კურსმა 2.9936 შეადგინა.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის 1 დოლარი 3.1753 ლარი ღირს, ეს ლარისთვის ისტორიული მინიმუმია.