ფინანსები
22/03/2021
სებ-მა ბაზარს დამატებით 40 მლნ დოლარი მიაწოდა
ეროვნულმა ბანკმა მორიგი ინტერვენცია განახორციელა.
სავალუტო აუქციონზე სებ-მა ამ ეტაპზე 40 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3293 შეადგინა.
2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $160 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული.
COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.