ფინანსები
20/08/2021
სებ-მა ბაზარს $30 მლნ მიაწოდა - სულ ინტერვენციების მოცულობა $273 მლნ-ს აღწევს
ლარის ხანგრძლივი გამყარების შემდეგ, სებ-ი ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ინტერვენციას უპირისპირებს.
ბანკმა ბაზარს დამატებით 30 მლნ დოლარი გამოიტანა, რაც ბაზარმა სრულად აითვისა.
2021 წლის დაწყებიდან დღემდე სულ $272.9 მლნ-ის ინტერვენციაა განხორციელებული.
COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, სებ-მა 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.