ფინანსები
19/10/2020

სებ-მა ბაზარს 30 მილიონი დოლარი მიაწოდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს  30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

"2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2100 შეადგინა",-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.