ფინანსები
06/07/2022

სებ-მა 6 თვეში Bmatch-ზე $70 მლნ-მდე იყიდა

ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე სებ-ის ტრანზაქციები იზრდება. ეროვნულმა ბანკმა ივნისში $23 მლნ-ის ფარგლებში შეისყიდა და ამ არხით, ბაზარს 69 მლნ ლარის ლიკვიდობა მიაწოდა.

სებ-ის „თვის მიმოხილვით“ მაისში სებ-მა Bmatch-ზე $21.3 მლნ, სავალუტო აუქციონზე კი $10 მლნ შეისყიდა და მიმოქცევაში 90 მილიონი გაუშვა, რაც დააკორექტირა $45 მლნ-ის გაყიდვებმა შიდა სამთავრობო კონვერტაციებით. მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით და სავალუტო ინტერვენციებით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 14 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

მონეტარული ოპერაციებით მაისში ლიკვიდობა 65 მლნ ლარით შემცირდა. მ.შ. რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 90 მლნ ლარით, 2,7 მლრდ-მდე გაიზარდა (ივნისში 100 მლნ-ით მატებაა, 30/06: ნაშთი ₾2.8 მლრდ). ერთთვიანი სესხის მოცულობა უცვლელად 400 მლნ ლარზე შენარჩუნდა, ერთდღიანი სესხი 230 მლნ ლარით შემცირდა.

ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 15.2 მლნ ლარით, 490 მლნ ლარამდე შემცირდა (ივნისში კიდევ 13 მლნ-ით შემცირდა).

ბოლო საანგარიშო თვეში განაღდებების მოცულობა გაიზარდა, რამაც ბანკებში ლიკვიდობა 20 მლნ-ით შეამცირა. ივნისში კი ნაღდ ფულზე მოთხოვნა თითქმის გახუთმაგებულია, 90 მლნ სამმაგებულია, რაც საბანკო სისტემის ლიკვიდობაზე აისახა. 

მარტი-მაისი (Bmatch )

წელი

გარიგებების რაოდენობა

გარიგებების მოცულობა

2021

1687

$                            208,440,000.00

2022

2660

$                            373,380,000.00

წყარო: სებ-ი

წელს (იანვარ-ივნისში) სებ-მა Bmatch 70 მლნ აშშ დოლარამდე (წმინდა) შეისყიდა. სავალუტო აუქციონებით წმინდა გაყიდვებმა კი ₾ 29 570 000 შეადგინა.

Bmatch-ზე სებ-ი, 4 მისო, 13 კომერციული ბანკი,  3 არასაფინანსო კომპანია  (ვისოლი, მაგთი, რომპეტროლი) და 2  ფონდია (საპენსიო სააგენტო, Eaton Vance...).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023