ფინანსები
16/10/2023

სებ-ისა და ფონდ German Sparkassenstiftung Georgia-ს თანამშრომლობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საფინანსო სექტორში, მდგრადი დაფინანსების განვითარების ხელშეწყობის მიზნითა და გარემოსდაცვითი რისკების მართვის პროცესების დანერგვის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფონდ German Sparkassenstiftung Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარ თემას საფინანსო სექტორში "დაფინანსებული ემისიების" გამოთვლასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრაზე ფონდ German Sparkassenstiftung Georgia მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, კემპტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორ ტობიას პაილომ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მდგრადი დაფინანსების განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად საფინანსო სექტორს "დაფინანსებული ემისიების" გამოთვლის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტი გააცნო.

აღნიშნული ინსტრუმენტი კომერციული ბანკების მხრიდან დაკრედიტების პროცესში "დაფინანსებული ემისიების" გამოთვლას ემსახურება და მისი მუშაობის პრინციპი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტზე, კერძოდ, PCAF-ის ( The Partnership for Carbon Accounting Financials) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული.

"დაფინანსებული ემისიების" ინსტრუმენტი ფინანსურ ინსტიტუტს საშუალებას აძლევს გაანალიზოს მისი საკრედიტო პორტფელი, განსაზღვროს მასში შემავალი "დაფინანსებული ემისიების" წილი და აღმოაჩინოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები ყოველივე ეს მას გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მიმართულებით ბიზნესპროცესების სრულყოფისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

"დაფინანსებული ემისიების" ინსტრუმენტი, მეთოდოლოგიის აღწერა და დეტალური შედეგები ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022