ფინანსები
31/03/2022

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა Natural Gas Fund-ში $2 000-მდე დააბანდა

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფონდო ბირჟებზე აქტივებში ინვესტირებას განაგრძობს.

პაპუნა ლეჟავამ, მისი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2022 წელს აშშ-ის გაზის ფონდის (United States Natural GasFund) ფასიან ქაღალდებში 1 752 აშშ დოლარი დააბანდა, თითო აქციაში 5.8 აშშ დოლარი, თუმცა აქციის ღირებულება 3-ჯერ მეტია.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტს წარმოებული ფასიანი ქაღალდები (CFD) უჭირავს. გაზის გაძვირება-გაიაფებაზე აკეთებს ე.წ ფსონს და თუ მისი მოლოდინი გამართდლდა მოგებას იღებს თუ არა წაგებას. კომპანია სრული ფასის ცვლილებაზე აძლევს მოგების შესაძლებლობას.

ამ დროსითვის მას აქვს ნორვეგიული ტურისტული კომპანიის (Norwegian Cruise Line Holdings) 400 CFD.  აქციის ღირებულების 1/3 -ის  ინვესტირებით და მოგებას იგივე პრინციპით იღებს. მის პორტფელში არის ლირა/აშშ დოლარის (USDTRY) წყვილის (კურსის ცვლილებაზე მიბმული  ქაღალდი (Forex ინვესტიცია $500) და ოქროს ფასზე წარმოებული (XAUEUR) 2 604 ევროს ღირებულების 30 Forex. 1 უნციის მიმდინარე ფასი 1 720  ევროა, თუმცა მისი დაბანდება თითოში 86.8 ევროა და ყველა ქაღალდში გადახდილი აქვს 2 604 ევრო.

ამ დროისთვის პაპუნა ლეჟავას პანდემიაში შეძენილი Costco–ს (საცალო მარკეტინგული კომპანია) და Zoom-ის CFD-ებიც უჭირავს (ინვესტიცია: $342+$875).

პანდემიაში შეძენილი, სხვა ფასიანი ქაღალდები, მათ შორის სინგაპურის და ესპანეთის საფონდო ბირჟის ინდექსზე მიბმული CFD-ები (iShares MSCI Singapore ETF; Lyxor UCITS ETF IBEX35 )  Salesforce-ის. Netflix-ის, Airbnb-ის, Telekom Austria-ს CFD-ები დაTelefonica-ს 4 300 აქცია ($ 3 990) 2021 წელს გაყიდა (თავის მოგებით და წაგებით). პანდემიაში დაბანადებების უმეტესობა წამგებიანი იყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023