ფინანსები
04/03/2022

სებ-ის რეგულაციაში სავალუტო იპოთეკარებიც მოყვნენ

რუსეთის აგრესიამ სხვადასხვა მხარეს მდგომი ბანკების ლობი და მარეგულირებელიც დაახლოვა.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალეკო ძნელაძე 25%-იანი სასესხო კოეფიციენტის სახელფასო "რეინჯის" 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე გაზრდის საჭიროებას ვერ ხედავს. ვერც იპოთეკის განაკვეთის 3%-იანი მერყეობის გადაზღვევის საჭიროებას. თუმცა აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ახლა კრიტიკის ღირსი ყველაზე ნაკლებად არის.

სებ-ის მიმართ ნაკლებად ლოიალური ძნელაძის მიმტევებლობა, მარეგულირებელმა, ვითიბის ტრანზაქციით დაიმსახურა, რაც უპრეცედენტო გამოწვევის პირობებში საუკეთესოდ შეასრულა. მისი თქმით, საქართველოს საბანკო სექტორი მსგავსი „განსაცდელის“ წინაშე აქამდე არასდროს დამდგარა.

PTI-ს 50%-დან 25%-მდე შემცირება ნაკლებშემოსავლიანი მსესხებლისთვის, რა კატეგორიაზეც მომხმარებლის 25% მოდის, ნიშნავს, სესხის ან მსესხებლის რაოდენობის შემცირებას.

სებ-მა ოთხშაბათის მპკ-ზე სესხის პირობები მაღალშემოსავლიან კლიენტსაც გაუუარესა, რაც ლარის მსესხებლის 25% -იანი მოცვასთან სულ უმნიშვნელოა - 1-2%-ის ფარგლებში, თუმცა სებ-ის წინა გადაწყვეტილებასთან პაკეტში ვითარება უფრო მძიმდება. ბანკების ლობი სავალუტო იპოთეკის 15-დან 10 წლამდე დამოკლევადიანებას გულისხმობს.

აღნიშნულ რეგულიაციაში ძირითადად სავალუტო იპოთეკა ყვება. 3%-იანი დერეფანი ითვალისწინებს ცვლადგანაკვეთიანის (გაცემული სავალუტო იპოთეკების უმეტესობა ცვლადი და ფიქსირებულის მიქსია) სესხის გაცემას მსესხებლის გადახდისუნარიანობის +3%-ით შეფასებას. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ განაკვეთი 1,2 ან 3%-ით გაიზრდება, იპოთეკარს სესხის მომსახურება არ უნდა გაუჭირდეს. და რომ 10 წლამდე პერიოდში არასდროს გაუჭირდება, ამაში ბანკი სესხის გაცემისას უნდა იყოს დარწმუნებული.

ამასთან ცვლილება ბანკს ტექნიკური გამოწვევების წინაშეც აყენებს. ეს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც მოითხოვს - ადმინისტრაციულ ტექნიკურ გადაწყობას.

გაგანია ომში რა დროს რეგულაციები იყო, - ფიქრობს ძნელაძე, სებ-ს ამის გამო ვერ შეაქებს, მაგრამ არც გააკრიტიკებს, რადგან რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ მარეგულირებელმა მისი რეკომენდაციები გაითვალისწინა და ნაკლებად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023