ფინანსები
20/07/2022

სებ-ის რეგულაცია დეპოზიტების დედოლარიზაციას არ შეაფერხებს

საბანკო სექტორის მოლოდინები არ გამართლდა. ბანკები სებ-ისგან სავალუტო სესხის შეწონვის და სარეზერვო მოთხოვნის კოეფიციენტების შეცვლას ელოდნენ. ცვლლება კი სავალუტო დაკრედიტების ₾200 000 -იანი ზღვარს შეეხო.

შეზღუდვის  შემოღებიდან (ბახტაძეს და ვანო მაჭავარიანის ფინანსთა მინისტრობის პერიოდი) დღემდე  ექსპერტები, ზედამხდველები, ლობისტები და ასევე ბაზრის მონაწილეები ირწმუნებოდნენ, რომ სამოქალაქო კოდექსით დასარეგულირებელი ეს ნაწილი  ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა იყო.

თუმცა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ივლისის ბრძანებით შექმნილი რეგულაციით, 1 სექტემბრიდან  ₾200 000-მდე სავალუტო დაკრედიტება შესაძლებელი ხდება, ბანკის მსესხებელ  სავალუტო დეპოზიტარისთვის. 

ამასთან  მსესხებლის ჯამური ვალდებულებების  დათვლისას  ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები აღარ გაითვალისწინება, ასევე 1 სექტემბრიდან.  რაც იმას ნიშნავს, რომ ₾200 000 -დან სესხის უცხოურ ვალუტაში აღება სულ უფრო  ნაკლებ პოტენციურ მსესხებელს შეეძლება.

ბანკების ლობი ალეკო ძნელაძე აღნიშნავს, რომ წახალისება/შეზრუდვის  რეგულაცია, ორივე მიმართულებით (₾200 000-მდე  სავალუტო სესხზე ხელმისაწვდომობა და  ₾200 000-დან შეზღუდვა) საგრძნობ  ცლილებებს არ გამოიწვევს. რადგან პოტენციურ ბენეფიციართა მცირე კონტინგენტს შეეხება.

შესაბამისად, ცვლილება  არც დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდას განაპირობებს.  რომლის საპირისპირო რეგულაცია : „დეპოზიტების დედოლარიზაციის მაჩვენებელზე მიბმული სარეზერვო სისტემა“ სებ-მა  ცოტა ხნის წინათ აამოქმედა : ბანკისთვის,  დეპოზიტების  დოლარიზაციის დაბალი კოეფიციენტით (<40%) სარეზერვო მოთხოვნა 15%პ-ით შეამცირა,  >70%-ის შემთხვევაში 25% დატოვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023