სებ-ის პრეზიდენტი პასუხისმგებლიანი დაკრეტიდების შედეგებს დადებითად აფასებს
"პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შედეგებს ძალიან დადებითად ვაფასებ", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა. კობა გვენეტაძის განცხადებით, რეფორმები პოპულისტური ნაბიჯებით არასდროს ხორციელდება და სხვადასხვა გადაწყვეტილებებს შესაძლოა,კრიტიკული შეფასებები მოსდევდეს.
სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია ცვლილებები დროულად განხორციელდეს, რათა დროულად მოხდეს,რთულ პირობებში სიტუაცისთან გამკლავება.
,, ჩვენ ამ დევიზით ვმოქმედებდით, რომ განგვეხორციელებინა აუცილებელი და ზოგჯერ მტკივნეული ნაბიჯები მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგად იყო, ამ არაპოპულარული ნაბიჯებით დღეს მოვახერხეთ ის, რომ კრიზისს ფინანსური სექტორი კარგად უმკლავდება და ის ეხმარება დღეს ამ კრიზისიდან გამოსვლას. რაც, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანს ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - განაცხადა გვენეტაძემ.