ფინანსები
16/11/2020

სებ-ის ნოემბრის პესიმისტური სცენარი, მაისის სცენარზე უფრო პესიმისტურია

სებ-ის ნოემბრის პესიმისტურ სცენარი, მაისის სცენარზე უფრო პესიმისტური გახდა. აშშ დოლარის მიმართ, 2020-2021 წლებში, ლარი 20%-ით უფასურდება. სებ-ის წინა, სცენარით 15%-ით უფასურდებოდა (მიმდინარე დონესთან შედარებით).

პესიმისტურ სცენარში გახანგრძლივებული რეცესიის პირობებში 2020-2022 წლებში რეალური მშპ-ის ზრდა საბაზო სცენარის პროგნოზს ჯამურად 5.5%პ-ით ჩამორჩება. მაისის პესიმისტურ სცენარში 8%პ-ით ჩამორჩებოდა

ეკონომიკური აქტივობის ვარდნას, მკვეთრად გაუარესებულ საგარეო მოთხოვნასთან ერთად, გაურკვევლობითა და გაუარესებული მოლოდინებით გამოწვეული სუსტი შიდა მოთხოვნა და საინვესტიციო აქტივობაც განაპირობებს.