ფინანსები
04/10/2023

სებ-ის მიმოხილვა: სამთავრობო კონვერტაციებმა სავალუტო აქტივები $5 მილიონით შეამცირა

სექტემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 44 მილიონით გაიზარდა და მიმოქცევაში 5,6 მლრდ ლარს გადააჭარბა. განაღდებების მოცულობა გაზრდილია, თუმცა აგვისტოსთან (-78.3 მლნ) შედარებით ტემპი თითქმის 2-ჯერ შემცირებული.

სებ-ის  "თვის მიმოხილვით" საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის აგვისტოს წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 115.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო თვეში სებ-ს სავალუტო ინტერვენციებისთვის არ მიუმართავს.

სექტემბერში კი 3 აუქციონზე (20-25 სექტემბერი) $100 მილიონი გამოიტანა, საიდანაც $64.7 მილიონი გაყიდა. ინტერვენციებით სებ-მა სისტემიდან 174 მილიონი ლარის ლიკვიდობა ამოიღო.

აგვისტოში BMatch -ზე სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 110 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 5.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

 

Businesspartner