ფინანსები
16/09/2020

სებ-ის ინტერვენციები წლის ბოლომდე $200 მლნ-ს გადააჭარბებს - კობა გვენეტაძე

 
სებ-ის ინტერვენციები წლის ბოლომდე 200 მილიონს გადააჭარბებს- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ონლაინ- ბრიფინგზე ლარის კურსის რყევის შეფასებისას განაცხადა.
 
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, აღნიშნული ინტერვენციები იმ დანაკლისის პირობებში იქნება, რაც საქართველომ პანდემიის ფონზე განიცადა. მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონს გაყიდის.
 
მთავარი ბანკირის თქმით, აქტიური შოკის გამო, სებ-ი აქტიური იქნება სავალუტო ბაზარზე, არა მხოლოდ წელს, არამედ, სავარაუდოდ, მომავალი წლის I ნახევარში და ამ შესაძლებლობას გასულ წლებში დაგროვილი რეზერვები და დონოებისგან ნასესხები თანხები იძლევა.
 
მისივე თქმით, რომ არა პანდემია, ეროვნული ბანკის პოლიტიკა ისევ იქნებოდა მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში რეზერვების დაგროვება. „როდესაც პანდემია დასრულდება და ეკონომიკა გაჯანსაღების რელსებზე გადავა, ეროვნული ბანკი ისევ ამ პოლიტიკას გააგრძლებს“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020