ფინანსები
02/10/2023

სებ-ის ინიციატივით ფინანსური განათლების გამოფენა გაიმართება

ეროვნული ბანკის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო გამოფენას წელს საქართველოს საფინანსო სექტორიც შეურთდა. ღონისძიება 6-7 ოქტომბერს, ექსპოჯორჯიაში  გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მოსახლეობის ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ასახულია კიდეც ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიაში. ამ მიმართულებით ქვეყნის მთავარი ბანკი დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით ბოლო წლების განმავლობაში  არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებას ახორციელებს.

თბილისში განათლების ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი გამოფენა ექსპოჯორჯიას ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაში ეროვნული ბანკთან ერთად  ჩაერთვება მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge), საბანკო ასოციაცია და ხუთი კომერციული ბანკი - საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი და პაშა ბანკი/რებანკი.

გამოფენის დამთვალიერებელს  შესაძლებლობა ექნება დაესწროს საინტერესო ლექციებს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში.

 

#ფინანსურიგანათლებაუკეთესიმომავლისთვის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022