ფინანსები
25/02/2022

სებ-ი VTB-ზე: ამოცანაა სანქციების გათვალისწინებით, დავიცვათ მეანაბრეთა ინტერესი და სისტემის სტაბილურობა

ეროვნული ბანკი "ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან" დაკავშირებით დამატებით განმარტებას ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის ამოცანაა სანქციების პირობების შესრულების გათვალისწინებით, დაიცვას ბანკის მეანაბრეების, საქართველოს მოქალაქეების, ინტერესები და იზრუნოს ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.

"ეროვნული ბანკი მოქმედებს სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიაზე", როგორც ვითიბი ბანკის ჯგუფში შემავალ საფინანსო ინსტიტუტზე აშშ, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და სხვა სახელმწიფოებს მიერ  დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით. შესაბამისად ბანკს შეეზღუდა დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები.

ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა, სანქციების პირობების შესრულების გათვალისწინებით, დაიცვას ბანკის მეანაბრეების, საქართველოს მოქალაქეების, ინტერესები და იზრუნოს ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.

სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი ინტენსიურ უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მოვლენებს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დაიცვას ბანკის მეანაბრეების ინტერესები" - განმარტავს ეროვნული ბანკი.