ფინანსები
05/03/2021

სებ-ი "ველსისთვის" საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი სს "საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსისთვის" ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობაა. აღნიშნულის ფარგლებში, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობას და ინვესტორთა და ფიზიკური პირების უფლებების დაცვას. ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად, იგი ახორციელებს საფინანსო სექტორის მონაწილეთა ზედამხედველობას, მათი საქმიანობის შეფასებასა და შემოწმებას. რიგ შემთხვევებში, საქმიანობის შეფასების პროცესში ვლინდება კანონმდებლობის დარღვევები და ხარვეზები, რომელთა სერიოზულობიდან გამომდინარეც, ეროვნული ბანკი იყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს - დაწყებული წერილობითი ინსტრუქციებიდან, გაფრთხილებებიდან და შეზღუდვებიდან, დასრულებული კომპანიის ლიცენზიის გაუქმებით.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის" (ს/ნ: 406239565) საქმიანობის შესწავლის შედეგად ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებების არაერთი დარღვევა გამოავლინა, რის საფუძველზეც, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N 12 განკარგულებით, კომპანიას გაუუქმდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N12 განკარგულება და ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები საჯაროა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ 

საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიას აღარ აქვს უფლება განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბროკერო საქმიანობა; საბროკერო მომსახურებების ჩამონათვალი განსაზღვრულია "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ საბროკერო მომსახურებები, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს კლიენტებისათვის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით საინვესტიციო კონსულტაციის, რჩევებისა და რეკომენდაციის გაწევას, კლიენტების სახსრების მართვას; უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზებას და ა.შ.

ნებისმიერი ამ მომსახურების განხორციელება (რა სახელწოდებასაც არ უნდა ატარებდეს იგი), შესაბამისი ლიცენზიის გარეშე და კანონმდებლობის გვერდის ავლით, წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას და განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია როგორც კლიენტებისათვის, ისე ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და საფინანსო სექტორის სიჯანსაღისა და მთლიანად საზოგადოებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს კომპანიებთან მიმართებით და ისარგებლონ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების სერვისებით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023