ფინანსები
23/10/2020

სებ-ი ვადაგადაცილებული სესხების ზრდას ელოდება

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. რაც შეეხება, საბანკო სექტორის მიერ გადავადებული სესხების რაოდენობას, ის მთლიან პორტფელში ამ დროისთვის დაახლოებით 8%-ს შეადგენს.

როგორც ეროვნული ბანკის სპეციალიზირებული რისკების დეპარტამენტის უფროსი აკაკი გელაზონია აცხადებს,მომავალ პერიოდში ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ველოდოთ ვადაგადაცილებული სესხების ზრდას.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის  ზრდა არ შეინიშნება. რაც შეეხება საკრედიტო ზრდას, აქაც დადებითი ტენდენცია გვაქვს, წლიური ზრდა შეადგენს 12 %-ს.

ასევე წლის ბოლოსაც ველოდებით, რომ სესხების ზრდა 10-12 %-ის ფარგლებში იქნება. ძირითადად სამომხმარებლო და იპოთეკური დაკრედიტების ტემპი მატულობს. რაც ოპტიმიზმის მომცემია.“-განმარტა ეროვნული ბანკის სპეციალიზირებული რისკების დეპარტამენტის უფროსმა აკაკი გელაზონიამ.

Businesspartner