ფინანსები
18/10/2023

სებ-ი სავალუტო რეზერვების შევსებას განაგრძობს

სებ-ი ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსებას გეგმაზომიერად გააგრძელებს. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ოთხშაბათის ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთლიანობაში მარეგულირებელი ზრუნავს რეზერვების შევსებაზე. მისი თქმით, აგვისტოს ჩათვლით მილიარდნახევარი აშშ დოლარია შესყიდული, და 10-ჯერ ნაკლებია საპირისპირო ინტერვენცია.

ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის წარდგენისას სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ ინტერვენციები კურსის მოკლევადიანი მერყეობის განეიტრალებას ემსახურება. რყევა შეიძლება გამოწვეული მსხვილი ტრანზაქციისას, მ.შ. დივიდენდების გაცემის ეფექტით.

ამასთან აღნიშნა "მავნებლური მოწოდებების" გავლენაზე, რამაც საბედნიეროდ დეპოზიტების გადინება არ გამოწვია, თუმცა გაცვლით კურსზე იმოქმედა. "პოლიტიკურმა მოწოდებებმა სავალუტო კურსის მერყეობებზე იქონია გავლენა ერთი ორი დღე, დეპოზიტზე არ იმოქმედა და ძალიან კარგი".

ოქტომბრის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვები 5.3 მლრდ აშშ დოლარამდეა და აქტივების ზრდა შენარჩუნებულია, წლიურ (Y.Y) 22,2%-ზე.

მისივე თქმით, ფუნდამენტური პრობლემები არ აქვს, სავალუტო შემოდინებები მდგრად დონეზეა. საკრედიტო აქტივობა ზომიერია, სესხზე ხელმისაწვდომობა იზრდება. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022