ფინანსები
20/07/2022

სებ-ი საერთაშორისო გადარიცხვების შეფერხებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას ავრცელებს.

"საქართველოს საფინანსო სექტორი არის გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილი. როგორც ბაზრის მონაწილეები, ისე სებ-ი იცავს ყველა იმ საერთაშორისო ნორმას და რეზოლუციას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ვიყოთ გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი. კომერციულ ბანკებს დამყარებული აქვთ საკორესპონდენტო ურთიერთობები ევროპულ და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებთან და ამ ურთიერთობების შეუფერხებლად განხორციელებისათვის სანქციების რისკის ეფექტური მართვა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. სწორედ ამან განაპირობა, რომ საფინანსო სექტორი რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს დაუყოვნებლივ შეუერთდა.

მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოქმედების პირობებში გაზრდილია რისკები როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო დონეზე. შუამავალი ბანკების მიერ ცალკეული ტრანზაქციების შესწავლა და დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოთხოვა დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რათა შუამავალი ბანკების მიერ უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. აღნიშნული განაპირობებს შუამავალი ბანკების მიერ მეტი რესურსის და დროის ხარჯვას ცალკეული ტრანზაქციების შესწავლის პროცესში, რაც სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერია რისკების ადეკვატური მართვის უზრუნველსაყოფად", - განმარტებულია სებ-ის განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022