ფინანსები
17/11/2022

სებ-ი რეფინანსირების სესხებს ზღუდავს

სებ-ი გირაოს ბაზას ავიწროვებს. ცვლადგანაკვეთიანი სესხების დალომბარდებით ბანკები გაზაფხულიდან სებ-ისგან რეფინანსირების სესხებს ვეღარ მიიღებენ.

ამ დროისთვის ბანკების მთლიანი პორტფელის მეოთხედი -10 მლრდ ლარამდე მოდის ცვლადგანაკვეთინ კრედიტებზე. 180 000 -ზე მეტი სესხი.

გირაოს ბაზა რამდენიმე სახეობის აქტივს მოიცავს, მათ შორის სებ-ის და მთავრობის ფასიან ქაღალდებს. ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიან ქაღალდებს და ბანკების სასესხო აქტივებს.

ამასთან ცვლადგანაკვეთიანი სესხები რეფინანსირების განაკვეთს აღარ მიებმება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სებ-მა საგაზაფხულოდ განაკვეთი შეამცირა (რაც ნაკლებსავარაუდოა), მსესხებელს პროცენტი არ შეუმცირდება, თუ ბანკთაშორის ბაზარზე განაკვეთი უფრო მაღალ ნიშნულზე იქნება.

თუმცა მსესხებელი არ უნდა შეშინდეს. ბანკი სასესხო პირობებს ცალმხრივად არ შეუცვლის, შეუთანხმებს.
ბანკირების თქმით, სასესხო პირობებს, მათ შორის განაკვეთის გადახედვის პერიოდულობას სასესხო კონტრაქტი დაარეგულირებს.

ცვლადგანაკვეთიანი სესხების რეფინანსირებიდან ჩახსნის შემდეგ, ამ ეტაპზე TIBR-ზე მიბმა განიხილება. გირაოს ბაზაში კი ბანკების ცვლადგანაკვეთიანი სესხების პორტფელი, covered bond –მა უნდა ჩაანაცვლიოს. თუმცა ჯერ კანონი მისაღებია, ქონებით უზრუნველყოფილი ბონდები კი გამოსაშვები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023