ფინანსები
09/12/2020

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული მაღალი გაურკვევლობის დონით ხსნის.

"კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გაითვალისწინა ის გაურკვევლობა,რომელიც გახანგრძლივებულ პანდემიასთან და გლობალურად მოქმედ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია ასევე ის რომ, ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის გამო, მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ლიმიტირებულია.

არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება შესაძლოა, უფრო ხანგრძლივად გახდეს საჭირო, რაც ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. ეკონომიკური მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, კომიტეტი მომავალში არც საპროცენტო განაკვეთის ზრდის საჭიროებას გამორიცხავს" - განაცხადა ერვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. 

Businesspartner