სებ-ი მიკრობანკის ლარზე წვდომის პირობებს აზუსტებს
სებ-ი მიკრობანკების აქტებში ცვლილების შეტანას არ აპირებს. მარეგულირებლის ინფორმაციით, კომენტარი/პოზიციის გაზიარება შესაძლებელი იყო დამტკიცებამდე და აქტიური კომუნიკაცია და განხილვები იყო თითოეულ შეთავაზებაზე.
ამასთან დამატებით განმარტავს, რა პირობებით იქნება რეფინანსირების ინსტრუმენტებზე წვდომა.
• სებ-ის მონეტარული ოპერაციების დებულებაში უახლოეს პერიოდში შევა ცვლილება, რომლის მიხედვით დებულებაში არსებული ყველა პირობა და მოთხოვნა უცვლელად გავრცელდება მიკრობანკებზეც.
ამასთან მათ დასჭირდებათ გირაო, ბლუმბერგის ტერმინალი რეფინანსირების სესხების აუქციონში მონაწილეობისათვის, RTGS და GSSS-ს სისტემაში მონაწილეობა.
• გარდა ამისა, რეფინანსირების სესხის აღებისთვის მიკრობანკს დასჭირდება ფინანსური გირაო იგივენაირად, როგორც ეს კომბანკების შემთხვევაშია. ფინანსური გირაოს დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა უახლოეს პერიოდშია გათვალისწინებული.
• აღნიშნული დებულებების საფუძველზე მიკრობანკს სჭირდება მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების ან სების კრიტერიუმების შესაბამისი კორპორაციული ობლიგაციების ფლობა, რომ ჰქონდეს სესხზე ხელმისაწვდომობა.