სებ-ი გირაოს ბაზას აფართოებს
ბაზრისთვის ლარის ლიკვიდობის ახალი ინსტრუმენტით, საბანკო ზედამხედველი, ბანკების მიერ მიკროსაფინანო სექტორის დაკრედიტების გაორმაგებას ელის.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას თქმით, ბანკების პორტფელში მისოებისთვის გაცემული 250 მლნ ლარის სესხებია და სებ-ის მოლოდინით, ახალი ინსტრუმენტით წახალისებული სექტორი მისოების დაფინანსების პორტფელს 0.5 მლრდ-მდე გაზრდის.
სებ-ი თავის გათვლებს ამ დროისთვის მთავრობასთან ათანხმებს, რომელმაც 300 მლნ-იანი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი უნდა აამუშაოს და რომლის ფარგლებშიც ბანკებისთვის ლარის ლიკვიდობის მიწოდების მორიგი ინსტრუმენტი უნდა ამოქმედდეს (არსებული ინსტრუმენტები: სვოპი, რეფინანსირება).
საკრედიტო -საგარანტიო მექანიზმში მიკროსაფინანო სექტორი ბანკების გავლით ერთვება. სებ-ი გირაოს ბაზას აფართოებს და ბანკი მისოების პორტფელის უზრუნველყოფით სებ-ისგან ისესხებს ლარს. ბანკი/კლიენტი -ს ანალოგიურად სებ-თან ურთიერთობისას ბანკიც გარკვეულ რეგულაციებს უნდა დაემორჩილოს. ლიკვიდური აქტივების 75% უნდა დაიტოვოს და გირაოში >35% ჩადოს.
სებ-ი მსგავსი კომბინაციით ჩაიდებს უზრუნველყოფაში მცირე ბიზნესისთვის გაცემულ პორტფელსაც და სექტორი ლარის დამატებით რესურსს მიიღებს. სებ-ის ინფორმაციით, სვოპით გათვალისწინებული $400-დან, საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორისთვის $141 მილიონი უკვე მიწოდებულია (მეტი არ მოუთხოვიათ). აპრილში უკვე გაიმართა და საჭირო რესურსს მაისში, და შემდეგ თვეებში წიღებენ. 2021 მარტის ჩათვლით.