ფინანსები
01/05/2023

სებ-ი ფინტექ კომპანიებს GFIN პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც გლობალური ფინანსური ინოვაციების ქსელის (GFIN) წევრი, მონაწილეობს GFIN - ის ტექსპრინტში, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს (FCA) ციფრული Sandbox მასპინძლობს. 

GFIN ფინანსური მარეგულირებლებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელია, რომელიც საბოლოო მომხმარებლების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მზად არის მხარი დაუჭიროს ინოვაციებს საფინანსო სექტორში.

საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, GFIN მის წევრ სხვა ქვეყნების ფინტექ კომპანიებთან ერთად, ტექსპრინტში მონაწილეობის მისაღებად ქართულ ფინტექ კომპანიებსაც იწვევს. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 17 აპრილს დაიწყო  და  21 მაისს დასრულდება.

ვირტუალური ტექსპრინტი 2023 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში იმართება და მიზნად ისახავს გამოეხმაუროს GFIN - ის პრიორიტეტს ESG - სთან (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობა) და მდგრად ფინანსებთან (სოციალური და გარემოსდაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით ინვესტიციების დროს) დაკავშირებით, რათა შეიმუშაოს ისეთი ინსტრუმენტი ან გადაწყვეტა, რომელიც დაეხმარება მარეგულირებლებს ფინანსურ სერვისებში „Greenwashing“-ის (ცრუ მარკეტინგი, რომელიც წარმოაჩენს კომპანიას როგორც გარემოსთან მეგობრულს) რისკების უფრო ეფექტურად დაძლევასა ან მისი უარყოფითი შედეგების შერბილებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023