ფინანსები
12/05/2023

სებ-ი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე სამომხმარებლო სესხის პირობებს გადახედავს

სებ-ი სამომხმარებლო სესხების ვადის 3 წლიანი ზღვარის შენარჩუნებაზე თვის ბოლოს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე იმსჯელებს. 

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბაზარზე მზარდი მოთხოვნის შენარჩუნების მიუხედავად რისკები არ არის. დაკრედიტების წლიური ზრდა 13-14%-ის ფარგლებშია, რაც მდგრადად მიიჩნევა და 15%-მდეც რომ გაიზარდოს მოთოკვის საჭიროება არ დადგება. შესაბამისად , შესაძლოა, ვადის ისევ 4 წლამდე გახანგრძლივება განიხილონ.

წინა ფსკ-ზე სებ-მა ალტერნატიულ ინსტრუმენტებზე იმსჯელა. მათ შორის 1%-იან ბუფერზე, რომელსაც იმავე პრინციპით გაზრდის, თუ სესხების ზრდის ტემპი აიწევს.

კაპიტალის დამატებით ბუფერს (+1%) კი მაშინ შეამცირებს, როცა დაკრედიტების ზრდის სტიმულირების საჭიროება დადგება, მათ შორის სტრესული სიტუაციისას, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა დაეცემა.

მისი თქმით, ახლა დაკრედიტების ჭარბი ზრდა არ აღინიშნება. 

Businesspartner