
სებ-ი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი (ფსკ) 2-დღიან სხდომას ასრულებს და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადაწყვეტილებას ოთხშაბათის ბრიფინგზე გამოაცხადებს, 12:00 სთ-ზე.
საკომიტეტო მოსმენაზე ბოლოდროინდელი რეგულაციების ეფექტი შეფასდა. მათ შორის მაკროპრუდენციული ზომები, მოქნილი კალათის მეშვეობით (რეკალიბრაცია), რაც 2016 წლამდე შეუძლებელი იყო და რასაც სებ-ის ბოლო პრეზიდენტი თავისი მმართველობის პერიოდის საეტაპო შესაძლებლობად აფასებს.
მით უმეტეს ახლა, გაურკვევლობის პერიოდში, როცა პროგნოზებზე მნიშვნელოვანი მიმდინარე მონაცემების ანალიზია.
ანალიზის საფუძველზე სებ-მა ინფლაციის მართვის პროცესში ჩართო რეგულაციები და მათ შორის იყო სამომხმარებლო სესხების 4 წლიანი ვადის დამოკლება.
სესხის ვადა 3 წლამდე აგვისტოში დამოკლდა, რომ შენელებულიყო საკრედიტო აქტივობა, რომელიც ინფლაციას აქცევდა წნეხში.
მიზანი სებ-ის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტმა მაშინვე განმარტა. რეგულაციას მთლიანი დაკრედიტების შენელებაში 1%-იანი წვლილი უნდა შეეტანა და როგორც 9 თვის თავზე სებ-ი აცხადებს, მაკროპრუდენციულმა ზომამ წნეხი მოხსნაზე იმუშავა.
ახლა ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან წნეხი მოხსნილია და ბაზარს იმედი აქვს, რომ ფს კომიტეტი ოთხშაბათის ბრიფინგზე სესხის დაგრძელვადიანების თარიღსაც გამოაცხადებს.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ. განსაკუთრებულ შემთხვევებში რიგგარეშე სხდომასაც იწვევს.
ფსკ აფასებს და აანალიზებს სისტემურ რისკებს, ფინანსური სექტორის ციკლურ პოზიციას და იღებს გადაწყვეტილებებს კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის შესახებ.
ადგენს მაკროპრუდენციულ პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებსაც: სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტებს; სექტორზე დამოკიდებული რისკის წონებს; კაპიტალის დამატებითი მოთხოვნას სისტემური მნიშვნელობის ფინანსურ ინსტიტუტებზე...