ფინანსები
31/05/2023

სებ-ი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით დააკორექტირებს

ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით დააკორექტირებს.
 
როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, ამ კუთხით სებ-ი ზაფხულის ბოლოს იმსჯელებს.
 
„მშპ-ს ზრდის პროგნოზი ჯერ-ჯერობით 5% გვაქვს, თუმცა არსებული მონაცემების საფუძველზე ეს პროგნოზი, დიდი ალბათობით, გადაიხედება ზრდის მიმართულებით, ჩვენ მომდევნო განახლება მაკროეკონომიკური პარამეტრების გვექნება ზაფხულის ბოლოს.
 
ამ დროისთვის გადავხედავთ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას. აქ ერთი ფაქტორის გამოყოფა საკმაოდ რთულია, როცა ამ პარამეტრებს ვაკორექტირებთ, ბევრ სხვადასხვა მიმართულებას ვითვალისწინებთ, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს მშპ-ზე,“-აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.
 
ცნობისთვის, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დააკორექტირა. IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა.
 
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022