ფინანსები
15/11/2021

სებ-ი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის "საქართველოს მეფეების" ფარგლებში დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის თემებზე საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს.

ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები 5 ლარის ნომინალისაა.

დავითისა და თამარის მონეტებისათვის ესკიზები ღია კონკურსის წესით შეირჩა და ისინი ნიტა გონგაძემ მოამზადა.

დავითის და თამარის მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა - ვერცხლის მონეტები - 3000-იანი, ხოლო ოქროს მონეტები - 500-იანი ტირაჟით. ვერცხლის მონეტების ფასი 110 ლარია, ოქროს მონეტების - 1500 ლარი.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მონეტების შეძენა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ონლაინ მაღაზიის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

"იმისათვის, რომ მონეტები უფრო მეტი დაინტერესებული პირისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი, ისინი ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022