ფინანსები
22/10/2020
სებ-ი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს
საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკი მუშაობს საკოლექციო მონეტების სერიაზე "საქართველოს მეფეები". აღნიშნული სერიის ფარგლებში, 2021 წელს დაგეგმილია საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვება მეფე დავით IV აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე.
ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით კონკურსი უკვე გამოაცხადა.
საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.