ფინანსები
12/07/2023

სებ-ი ბანკებს ახალ ფონდს შეაქმნევინებს

სებ-ი ბანკებს ახალ ბუფერს შეაქმნევინებს. ამჯერად სარეზოლუციო ფონდს, რომლის შევსებისთვის სექტორს 8 წლიანი ვადა ეძლევა. მოცულობა დაზღვეულ დეპოზიტებთან 3%-იანი კოეფიციენტით განისაზღვრება და სასტარტო 2025 -ისთვის ₾ 300 მილიონი გამოდის. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისთვის დასაზღვევი ანაბრის ₾15 000 ზღვარი ₾30 000 მდე იქნება გაზრდილი და შესაბამისად არსებული ფონდი გაორმაგებული. 

ფონდის შექმნა, რომელსაც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო განკარგავს, რეზოლუციის ჩარჩოს ნაწილია, რომელიც ბანკის ფინანსური სირთულეების ადრეული იდენტიფიკაციისთვის, სსფ -სა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით შემუშავდა.

 „რეზოლუცია, ლიკვიდაციას მსგავსად არის ეროვნულის უფლებამოსილება,  ლიკვიდაციის ნაცვლად წავა რეზოლუციის გზით“, - გაჯანსაღების და რეზოლუციის პაკეტი  2014/59/EU დირექტივას ეფუძნება.

ზედამხედველს ემატება კიდევ ერთი ბერკეტი, ბანკის დაჯარიმებისთვის კი არა, ბანკის  გაჯანსაღებისთვის , რომელიც კრედიტორებს ბანკის დაპატრონების შესაძლებლობას აძლევს (ერთ-ერთი ინსტრუმენტი), ასევე დეპოზიტარებს. 

კრედიტორი რეზოლუციამ იმაზე მეტად არ უნდა აზარალოს, ვიდრე ლიკვიდაცია აზარალებდა. თუ მაინც იზარალა. სხვაობა უკან დაუბრუნდება. 

შესაბამისი ცვლილებები კომერციული ბანკების  საქმიანობის შესახებ კანონში შედის.

სტრესულ სიტუაციში, სექტორის დაცვითი მექანიზმის ნაწილია ასევე სისტემური ბანკებისთვის  დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალურ მოთხოვნა (MREL), რაზეც სებ-ის ფსუკ-მა (ფინანსური სტაბილურობის უწყებათშორისი კომიტეტი) 11 ივლისის სხდომაზე იმსჯელა.

MREL, სტრესულ სიტუაციაში, რეკაპიტალიზაციით გზით ბანკის მდგრადობას ხელშეწყობისთვისაა.  სებ-ს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის საჭიროებისთვის მოზიდული სახსრები კაპიტალში დააკონვერტოს და შესაბამისი პროპორციით კრედიტორი გახდება წილის მფლობელი. 

 

Businesspartner