ფინანსები
29/09/2021

სებ: ფინანსური სისტემა მდგრადია, ეკონომიკას პანდემიის პირობებშიც აკრედიტებს

საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას პანდემიის პირობებშიც შეუფერხებლად  განაგრძობს, - ნათქვამია სებ-ის 2021 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში.

2021 წლის განმავლობაში, საბანკო სექტორის აქტივების ხარისხის, მომგებიანობის, კაპიტალისა და ლიკვიდობის მაჩვენებლები გაუმჯობესდება, რაც ბანკებს კრიზისის დასაწყისში კაპიტალის გამოთავისუფლებული ბუფერები სებ-ის მიერ დადგენილ ვადებზე ადრე აღდგენის საშუალებას აძლევს.

"მოსალოდნელია, რომ ბანკების მნიშვნელოვანი ნაწილი კრიზისის დასაწყისში კაპიტალის გამოთავისუფლებულ ბუფერებს მიმდინარე წელს აღიდგენს, ხოლო კაპიტალის კრიზისამდე არსებულ ადეკვატურობის მაჩვენებელს სექტორი 2022 წელს დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ინსტიტუტების მიერ ჯანსაღი კომპანიების გამოვლენა და მათი დაკრედიტება ეკონომიკის აღდგენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აღნიშნული ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას და ამავდროულად ფინანსურ მდგრადობას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში", - ნათქვამია ანგარიშში.