ფინანსები
05/10/2023
სავალუტო ვაჭრობით ბანკების მოგება გაზრდილია - რეიტინგი
სავალუტო ვაჭრობით ბანკების მოგება 453 მლნ ლარამდე გაიზარდა. რაც ფინანსისტების განმარტებით ლოგიკურია,ეკონომიკის ზრდის შესაბამისად.
როცა 2 წელში ქვეყნის ეკონომიკა 10-10%-ით გაიზარდა (ნომინალური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო), მეტი შემოსავალი დაგენერირდა, შესაბამისად სექტორსაც გაეზარდა ამონაგები .
გაზრდილმა საგარეო აქტივობამაც განაპირობა ბანკების საოპერაციო შემოსავლების ზრდა , მ.შ საკონვერსიო ოპერაციებით (ვალუტის ყიდვა-გაყიდვა).
ბანკები ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული მოგებით (000 ₾)
01.09.2023 | |
თიბისი ბანკი | 206,860 |
საქართველოს ბანკი | 201,460 |
ლიბერთი ბანკი | 10,413 |
პროკრედიტ ბანკი | 8,529 |
ხალიკ ბანკი | 5,295 |
ბანკი ქართუ | 4,420 |
ბანკი კრედო | 3,900 |
ბაზისბანკი | 3,756 |
წყარო: კომერციული ბანკები (ანგარიშგება IFRS-ით)