
ფინანსები
25/07/2023
სავალუტო სესხებზე მოთხოვნა იზრდება - ბანკების რეიტინგი
ბანკების სასესხო პორტფელი ივნისში, 1.6 მლრდ ლარით (5m/2023 - ₾ 45,7 მლნ: + 3.5%m.m) გაიზარდა (კურსის ეფექტის გარეშე +2.72%m.m) 47.3 მლრდ ლარამდე.
სავალუტო სესხების ზრდა აღემატება ლარის დაკრედიტებისას. ადგილობრივ ვალუტაში დაბანდების 633 მლნ ლარით მატებაა, სავალუტო კი თითქმის 1 მილიარდით (+₾ 968 მლნ m.m) გაზრდილია.
მაღალი დოლარიზაციით, რეგიონში საქართველოს გამორჩეულობაზე S&P Global Ratings-ის საბანკო სექტორის ქვეყნის რისკის შეფასების მიმოხილვაშიც აღნიშნულია. თუმცა ამასთან მოწონებულია სებ-ის ლარიზაციის კამპანიაც.
ბანკები >1 მლრდ-იანი პორტფელით (000 ₾)
H1/2023 | 5m/2023 | |
თიბისი | 18,387,957 | 17,766,325 |
საქართველოს ბანკი | 17,612,081 | 16,891,445 |
ლიბერთი | 2,676,373 | 2,643,219 |
ბაზისბანკი | 2,177,665 | 2,061,101 |
კრედო | 1,869,942 | 1,852,033 |
პროკრედიტ ბანკი | 1,128,697 | 1,111,502 |
ტერა ბანკი | 1,180,826 | 1,139,784 |
წყარო: კომერციული ბანკები (GAAP-ით)