სავალუტო სესხების ზრდა ლარისას 5-ჯერ აღემატება
სექტემბერში საბანკო სექტორის პორტფელი 2.3%-ით გაზრდილია, 40.999 მლრდ ლარამდე (01.09.2021- 40.078 მლრდ ლარი) და ისიც სავალუტო დაკრედიტების ხარჯზე.
სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით, დოლარის პორტფელის ზრდის ტემპმა ლარის დაკრედიტების ზრდისას 5-ჯერ გადააჭარბა.
სებ-ის ინფორმაციით, სექტემბერში უცხოური ვალუტით დენომინირებული პორტფელის წლიური ზრდის ტემპი, 1.9%პ-ით 6.8%-მდეა (+39%) გაზრდილი, ხოლო ლარის 0.4%პით გაიზარდა, 28.1%-მდე. ინტერაქტიულ ცხრილით, ლარის დაკრედიტების ტეხილი დაღმავალ ტრენდს აჩვენებს, ზრდის ტემპის კლებას 28.9%-დან, 28.03%-მდე.
მესამე კვარტალში სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია და სებ-ი იმედოვნებს, რომ ლარიზაციის ზრდის პროცესი მომავალში კვლავ გაგრძელდება, რასაც ხელს შეუწყობს ასევე ბოლო პერიოდში სარეზერვო მოთხოვნების ცვლილება, რომელიც ბანკებს დეპოზიტების ლარიზაციის მოტივაციას უზრდის.
სარეზერვო ნორმა ივლისიდანაა შეცვლილი და ჯერ სათანადო ეფექტს ვერ აჩვენებს. სისტემუერ ბანკებში, რომელთა ჯამური წილი 74.4%-ია სავალუტო სესხებზე პორტფელის 50%-ზე მეტი მოდის.
ივლისიდან უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის წრფივად შემსუბუქების მიზეზები სებ-მა, აპრილის ბოლოს მპკ-ს შემდეგ დაანონსა, რომ მაღალი დოლარიზაციიდან წნეხში იყო მონეტარული პოლიტიკა (ეფექტიანობა ეზღუდება) და ასევე ზრდიდა ფინანსური სტაბილურობის რისკებს. ივლისიდან ამოქმედებული, 25%-დან 10%-მდე შემცირებული ნორმით სრულად ვერ სარგებლობის ის ბანკი, რომლის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 40%-ს აღემატება და საერთოდ ვერ სარგებლობს თუ 70%-ზე მეტია.
ბაზარი ელის, რომ სავალუტო დაკრედიტების აჩქარების ჩასაცხრობად სებ-ს სარეზერვო ნორმას გამკაცრება მოუწევს. წრფივი დარჩება თუ ცვლილებისას გაცხადდება.