ფინანსები
01/02/2023

სავალუტო რეზერვების დონე სსფ-ს სტანდარტს პასუხობს

სებ-ის  პრეზიდენტი, რომელიც მანდატს მარტიდან დატოვებს და მე-2 ვადით შეთავაზების შემთხვევაშიც არ დარჩება, იმედოვნებს რომ მისი მემკვიდრე ისევე გაუფრთხილდება სავალუტო რეზერვებს, როგორც ის.

კობა გვენეტაძეს მომავალი პრეზიდენტის სახელით საუბარი მოერიდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ სებ-ი, სავალუტო ბაზარზე, მხოლოდ მისი არაგამართული მუშაობის თავიდან ასაცილებლად ჩაერევა და არამც და არამც სამიზნე გაცვლითი კურსის დასაჭერად.

რომ ლარი დაცული  იყო გრძელვადიან პერიოდში, რის საფრთხესაც ეროვნულ ვალუტას მოკლევადიანი ხელოვნური გამყარება უქმნის.

კობა გვენეტაძემ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ  სავალუტო რეზერვების დონე სსფ-ს განსაზღვრულ სტანდარტს მიუახლოვდა, 110%-მდეა.

წინა წლებში კი ქვედა ზღვარსაც ვერ იჭერდა. საქართველოს კატეგორიის ქვეყნისთვის მატრიცას (როგორც გვენეტაძემ თქვა მეტრიქს) ინდექსი 100-150 -ია და ჩვენ ქვეყანას აქვს 110 -ზე მეტად აწევის პოტენციალიც.

მისი თქმით, გასულ წლებში, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალუირი აზიის ქვეყნებში, საქართველო იყო გამონაკლისი, ყველაზე არაადექვატური რეზერვების ნიშნით. ახლა კი რეკორდულ ნიშნულზეა, 4.9 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. 

კობა გვენეტაძემ ისიც აღნიშნა, რომ  2020-ში სებ-ი $916 მლნ -საც ვერ დახარჯავდა, რეზერვები კარგ დროში რომ არ დაეგროვებინა და ასე აგრძელებს კიდეც. 2021 წელს ბაზრისთვის ვალუტის მიწოდების პარალელურად, სებ-მა $3.2 მლნ -ის შესყიდვაც მოახერხა.  

2022-ის შესყიდვები  () - წმინდა შესყიდვა Bmatch-ზე ($ 000)

                              სულ             აუქციონზე      bmatch-ზე

იანვარი-2022

    2 676 760

                -  

 (700)

 თებერვალი-2022

    2 323 650

                -  

 (11 500)

 მარტი-2022

    2 499 116

    39 570

            (900)

 აპრილი-2022

    2 056 220

                -  

 (3 400)

 მაისი-2022

    2 363 297

                -  

 (21 250)

 ივნისი-2022

    3 350 058

                -  

 (23 400)

 ივლისი-2022

    3 815 872

                -  

 (109 650)

 აგვისტო-2022

    4 891 895

        8 305

  (63 500)

 სექტემბერი-2022

    6 182 579

      45 905

  (42 700)

 ოქტომბერი-2022

    7 048 233

                -  

  (99 400)

 ნოემბერი-2022

    6 995 124

                -  

  (110 550)

 დეკემბერი-2022

    8 297 058

                -  

   (91 400)

წყარო: სებ-ი  

 

Businesspartner