ფინანსები
07/12/2020

სავალუტო რეზერვები შემცირდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით,1 დეკემბრისთვის საქართველო 3.751 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობს. ბოლო 1 თვეში კლება 25.9 მლნ დოლარს აღემატება.

რეზერვებში 3.55 მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებია, 200.2 მლნ სესხების სპეციალურ უფლებებზე, ე.წ SDR -ზე მოდის. 

აღსანიშნავია, რომ რეზერვების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზე აგვისტოში იყო, როდესაც სარეზერვო აქტივების ღირებულებამ 3.9 მილიარდს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს პანდემიის ფონზე რეზერვების ხარჯვის პოლიტიკა აქვს. ამ გზით, სებ-ი ცდილობს ეკონომიკაში სავალუტო შემოდინებების  მკვეთრი კლება დააბალანსოს.

წლის დასაწყისიდან ეროვნულმა  ბანკმა  25 აუქციონზე მოახდინა ვალუტის გაყიდვა. ჯამში ბაზრისთვის 843.2 მლნ დოლარი აქვს მიწოდებული.

 

Businesspartner