ფინანსები
07/02/2023

სავალუტო რეზერვები ისევ შემცირდა

სარეზერვო აქტივებმა $5 მილიარდიან ზღვარს ვერ მიაღწია. იანვარში შემცირდა, $2 მილიონით.

სავალუტო რეზერვების კლება მთავრობის სავალუტო ხარჯებმა განაპირობა, მ.შ. საგარეო ვალის მომსახურებისთვის გაწეულმა.

სებ-ის ინფორმაციით, დეკემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 265 მლნ აშშ დოლარით ($) გაიზარდა. ძირითადად, მთავრობისთვის საერთაშორისო დონორების ჩარიცხვებით, საპროექტო, პროგრამული სესხებით და გრანტებით (ADB, AIIB, AFD, CEB, WB, IFAD;  EU, KfW, E5P, EPTATF), ასევე Bmatch-ზე სებ-ის სავალუტო შესყიდვებით.

სებ-ი Bmatch-ზე ვაჭრობას განაგრძობს. საპენსიო სააგენტოს შემდეგ სავაჭრო მოედანს, მე-3 საერთაშორისო ფონდი შეემეტა. ამასთან ბლუმბერგის აღნიშნულ პლატფორმაზე ასევე ვაჭრობს 3 არასაფინანსო კომპანია (ვისოლი, მაგთი, რომპეტროლი), 13 ბანკი და 4 მისო. 

კობა გვენეტაძე, რომელიც 7-წლიან უფლებამოსილებას ასრულებს, იმედოვნებს რომ კურსი შემდეგი პრეზიდენტის მმართველობის 7 წელშიც გაგრძელდება და სებ-ი სავალუტო ვაჭრობაში მხოლოდ რყევებისას ჩაერევა. სამიზნე არასდროს იქნება კურსის დაჭერა.

გვენეტაძის თქმით, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, რომლის მოცულობა სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ყველაზე არაადექვატური იყო, ბოლოს და ბოლოს მიუახლოვდა და გაცდა 100%-ს. 110%-ით პასუხობს სსფ-ს სტანდარტს, ზრდის პოტენციალით. 

 

Businesspartner