სავალუტო რეზერვები 30%-იან ზრდას ინარჩუნებს
ქვეყნის სარეზერვო აქტივები აპრილის რეკორდს ვერ ხსნის. 1 ივლისისთვის $ 5.066 მლრდ -იან ნიშნულზეა. ივნისში ზრდაა $ 60 მლნ-ით. აპრილზე 2-ჯერ ნაკლები (04/2023 - +$130 მლნ).
რეზერვები ძირითადად სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა გაზარდა. ამასთან ცენტრალური ბანკის სავალუტო შესყიდვები აბალანსებს ხოლმე მთავრობის სავალუტო ხარჯებს. ასევე სახელმწიფო საწარმოების შესყიდვებს, რომლის მომსახურების საფასურიც რეზერვებიდან კონვერტირდება.
ივნისში კლების მიმართულებით კორექცია, სებ-ის კომპონენტებიდანაც აღინიმნა, $ 660 000 -ით. სავარაუდოდ სპოტ გარიგებებიდან.*
სებ-ის ინფორმაციით, სპოტ გარიგებების ძირითადი ნაწილი იურიდიულ/ფიზიკურ პირებზე მოდის. ასევე მონაწილეობენ არარეზიდენტი ბანკები.
სებ-ის წილი მთლიან ვაჭრობაში თვეების მიხედვით (2023)
იანვარი | 4.9% |
თებერვალი | 3.4% |
მარტი | 7,2% |
აპრილი | 10.8% |
მაისი | 5.2% |
ივნისი |
სავალუტო რეზერვების ზრდაზე ასევე აისახა ბანკების სავალდებულო რეზერვების მატება, რაც ივნისში დეპოზიტების დოლარიზაციას უკავშირდება. 1.07.2023-ის მდგომარეობით, სებ-ში კომერციული ბანკების 4.6 მლრდ ლარის რეზერვებია.
სებ-ის სტატისტიკით, მარტი-აპრილის პერიოდში Bmatch-ზე სებ-ის შესყიდვებმა $540 მლნ-ს გადააჭარბა. მაისში ტრანზაქციები განახევრდა, $155 მილიონი შეადგინა (05/2023 - $ 322 მლნ).
1 ივლისისთვის ქვეყნის სარეზერვო აქტივები წლიურად (Y.Y) 30%-ით არის გაზრდილი (L/m +29%Y.Y).
* სპოტ გარიგება ხდება იმავდროული ვალუტირებით, იმ დროისთვის არსებული კურსით.