ფინანსები
29/03/2022

სავალუტო ჯიხურებში ვალუტის ბრუნვამ $6.4 მლრდ-ს მიაღწია

ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2021 წელს ვალუტის ბრუნვამ 6.4 მლრდ ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, აქედან 51.8% აშშ დოლარზე, 14.7% - ევროზე, 33.5% სხვა ვალუტაზე მოდის.

ქვეყანაში სულ ვალუტის გადამცვლელი 469 პუნქტი (კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ერთეულების გარეშე) ფუნქციონირებდა, აქედან 46.3% თბილისში, 25.8% - აჭარაში, 8.1% - ქვემო ქართლში, 7.7% - იმერეთში, 3.2% - კახეთში, 3.2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3.2% დანარჩენ რეგიონებშია.

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა საანგარიშო პერიოდში 543 მლნ დოლარი და 135.3 მლნ ევრო შეიძინეს და გაყიდეს 520.5 მლნ დოლარი და 132 მლნ ევროს.

სულ ვალუტის გადამცვლელმა პუნქტები 1.664 მლნ კლიენტს მოემსახურნენ, აქედან 1.651 მლნ ფიზიკური პირია, 13 000 - იურიდიული.

კლიენტთა 85.9% ადგილობრივია, 14.1% - უცხოელი.

2021 წელს სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა (კონვერტირებული ლარში) 29.7 მლნ ლარით განისაზღვრა, რომლის 37% დოლარზე, 10.7% ევროზე, 52.3% სხვა ვალუტაზე მოდის. ბანკებში არსებული ფულადი სახსრების მთლიანი მოცულობა (1.8 მლნ.) სრულიად ნაწილდება მხოლოდ რეზიდენტ ბანკებზე.