სავალუტო იპოთეკის მოსათოკად 1-ლი აპრილიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება
სავალუტო იპოთეკა მოითოკა, თუმცა წლიურ ჭრილში ჯერ ეფექტი არ აქვს. წლიურ ჭრილში უცხოურ ვალუტაში ზრდაა 5.5%, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 5.3%-იანი კლების საპირისპიროდ. ლარში კი წლიური ზრდა 20.77%-დან 20.09%-მდეა შემცირებული.
რეზიდენტი პირების იპოთეკური სესხების პორტფელი, უცხოურ ვალუტაში იანვარში 150 მლნ ლარით შემცირდა და 01.02.2022-ისთვის 4.3 მლრდ ლარი შეადგინა (2021 – 4.5 მლრდ). ლარში საკრედიტო დაბანდება კი 4.3 მლრდ-მდეა.
გაზრდილია არარეზიდენტების პორტფელი ₾414 მლნ-დან, 418 მლნ ლარამდე.
ომით შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით სებ-ის ახალი რეგულაციის ამოქმედებას ბაზარი არარელევანტურად მიიჩნევს, თუმცა, როგორც ცნობილია, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას სებ-ი არ შეუჩერებია და გამკაცრებული პირობები 1-ლი აპრილიდან უნდა აამოქმედოს. ₾1 000-₾1 500 შემოსავლის მქონეათათვის სასესხო მოთხოვნები (PTI) 50%-დან 25%-მდე მცირდება.
როგორც ბანკებში აცხადებენ, 1 000 ლარიანი შემოსავლის მქონე პირებისთვის 20%-ს ჩამოცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბალშემოსავლიანს სესხზე ხელი შემოსავლის 20%-მდე ფარგლებში მიუწვდება, 1 500 ლარის შემოსავლიანს კი 50%-ის ნაცვლად 25%-ის ფარგლებში.
კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკიც უნდა გაითვალისწინონ. ბაზრის მოლოდინით რეგულაცია სავალუტო იპოთეკარებს დაარტყამს, რომლისთვისაც აპრილამდე პირობები მორიგ რაუნდად გამკაცრდა. CICR (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი) დოლარიზებულ პორტფელზე (40% და მეტი) ყოველ დამატებით 1%პ-ზე ბანკს 3%-ით მეტი კაპიტალი მოეთხოვება. ამასთან სავალუტო იპოთეკა 15-დან 10 წლამდე დამოკლევადიანდა.
იპოთეკა კლიენტების და ვალუტის ჭრილში
იპოთეკა |
01.02.2022 |
01.02.2021 |
რეზიდენტები |
8 624 568 000 |
8 196 307 000 |
მ.შ სავალუტო |
4 340 572 000 |
4 630 654 000 |
არარეზიდენტები |
418 434 000 |
414 344 000 |
მ.შ სავალუტო |
367 449 000 |
370 112 000 |
წყარო: სებ-ი