
ფინანსები
04/08/2023
სავალუტო ინტერვენციებმა რეზერვები გაზარდა
იანვარ-ივლისში ლარის მოცულობა მიმოქცევაში 5.5 მილიარდამდეა გაზრდილი. ნაღდ ფულზე მოთხოვნა ბოლო 2 თვეში კი 380 მლნ ლარით არის გაზრდილი.
სებ-ის "თვის მიმოხილვის" თანახამად, ამ პერიოდში რეფინანსირების სესხები 0.5 მლრდ ლარით არის შემცირებული. ბოლო დროის სასესხო რეგულაციებმა მოთხოვნა შეამცირა. სექტორს ლარის საკმარისი ლიკვიდობა აქვს და შესაბამისად არ სჭირდება.
ივნისში მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 2 მლნ ლარით, 40 მლნ -მდე შემცირდა.
საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 57.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით წმინდა უცხოური აქტივები 63 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.